ხშირად დასმული კითხვები

როდის იწყება და როდის სრულდება კურსი?

თქვენი კურსი დაიწყება თერაპიის პირველ დღეს და დასრულდება 1, 3 ან 6 თვის შემდეგ (თქვენი არჩეული პაკეტის მიხედვით). BrainTrain LLC-ის გუნდი ამ პერიოდის განმავლობაში დააკვირდება და საჭიროების შემთხვევაში მოგარგებთ პროგრამას. თქვენ გექნებათ შეუზღუდავი წვდომა პროგრამაზე.


შეიძლება თუ არა კურსის დაპაუზება?

კურსი დაიწყება თერაპიის პირველ დღეს და ვერ დაპაუზდება, თუმცა დასაშვებია რამდენიმე კვირიანი შესვენება ყოველი 3 თვის შემდეგ. საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია თვეში 20 სესიის გავლა.

ვისთვის არის პროგრამა განკუთვნილი?

პროგრამა განკუთვნილია ინგლისური ენის შემსწავლელთათვის და იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აქვთ ენის, კითხვის და/ან კოგნიტური სირთულეები. იგი გამოიყენება 6 წლიდან მოზრდილობამდე ყველა იმ პირისთვის, ვისაც აქვს კითხვის სირთულეები, აუდიტორული პროცესირების დარღვევა (APD), მეტყველების ან ენის პრობლემები, მსუბუქი ან საშუალო აუტიზმი, დისპრაქსია, დისლექსია, ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADD/ADHD), სწავლის დარღვევა ან ზოგადი აკადემიური სირთულეები, თუმცა გასათვალისწინებელია რომ არ გამოიყენება ტიპური განვითარების მქონე ბავშვებისთვის აკადემიური მოსწრების გასაზრდელად.

რა ტექნიკა დაგჭირდებათ?

Fast ForWord-ის პროგრამების გამოყენება შესაძლებელია უმეტეს Windows და Mac ოპერატიული სისტემის მქონე კომპიუტერებზე, ასევე iPad-ზე iOS 11.3 ან უფრო გვიანი  iOS ვერსიებთ. რეკომენდებულია Google Chrome ბრაუზერის გამოყენება. ყურადღების კონცენტრაციისთვის სასურველია ყურსასმენების გამოყენებაც.

რამდენად სწრაფად შეიძლება პროგრამის დასრულება?

რადგან ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომ თითოეული პროგრამის გავლის  ხანგრძლივობაც განსხვავებულია. იგი შესაძლოა გრძელდებოდეს 3-დან 6 თვემდე.

როგორ შევამოწმო, არის თუ არა ჩემი ბავშვი მზად Fast ForWord-ის პროგრამისთვის?

იმის დასადგენად, მზად არის თუ არა თქვენი შვილი მონაწილეობა მიიღოს FAST FORWORD პროგრამაში, გირჩევთ საცდელი კურსის გავლას. გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა და მიიღებთ უფასო წვდომას საცდელ სესიაზე.

გაუმჯობესებს თუ არა FastForWord წერის უნარებს?

FastForWord აუმჯობესებს წერის ძირითადი უნარებს (გრამატიკა, სიტყვების მარაგი, წაკითხულის გააზრება, ანბანი და ენობრივი უნარები), ასევე ინფორმაციის გადამუშავებისა და მეხსიერების უნარებს.

შეიძლება თუ არა ერთჯერადი წვდომა გამოიყენოს რამდენიმე მოსწავლემ?

FAST FORWORD-ში სესიებს მართავს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აფასებს თითოეული მოსწავლის უნარებს და მუდმივად არგებს სასწავლო პროგრამას მათ შესაძლებლობებზე. ამის შედეგად, ფორმირდება ინდივიდუალური სწავლის გეგმა. თუ რამდენიმე მოსწავლე გამოიყენებს ერთ ანგარიშს პროგრამის ინდივიდუალურად მორგება მოსწავლეზე ვერ მოხდება და სწავლება არაეფექტურად დასრულდება.


შეიძლება თუ არა სწავლების დამატებითი დროის შეძენა?

დიახ, საწყისი კურსის დასრულების შემდეგ. შეგიძლიათ შეიძინოთ 1, 3 ან 6 თვიანი ლიცენზია.